დასაქმების ფორუმი

30 მაისი 2019

        

30 მაისს მარნეულის კოლეჯში იმყოფებოდნენ სს სადაზღვევო კომპანია პრაიმის წარმომადგენლები: ანა გოგიაშვილი - კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი ბერუჩაშვილი - გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, თამარ რაფავა - ოფისმენეჯერი, ანა გერლიანი - მარნეულის ფილიალის     წარმომადგენელი. სტუმრებმაკოლეჯის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და "პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის წარმოებისა და სამომავლო დასაქმების პერსექტივის შესახებ. ასევე, გააცნეს კონკრეტული ვაკანსიების ჩამონათვალი. შეხვედრის დასასრულს დაინტერესებულმა პირებმა საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის წარმომადგენლებს.

უკან დაბრუნება