საექთნო ოლიმპიადა

30 მაისი 2019

2019 წლის 30 მაისს მარნეულის კოლეჯის ექთნის თანაშემწეების მონაწილეობით ჩატარდა "ექთნების ოლიმპიადა". ოლიმპიადაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი . თითოეული გუნდი დაიყო რამოდენიმე ქვეჯგუფად. ჯგუფებს მასწავლებლის მიერ ეძლეოდა კონკრეტული დავალება, რომელიც გულისხმობდა საექთნო საქმის ძირითად ასპექტებს. ოლიმპიადის მსვლელობას აფასებდა სპეციალური ჟიური. პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ პროფესიული მასწავლებლები ნანა ხარაიშვილი და რაისა გიორგაძე.

უკან დაბრუნება