ავტორიზაციის მინიჭება

23 ივლისი 2018

ჩვენი კოლეჯის ყველა თანამშრომელს, მეგობარს,პარტნიორ ორგანიზაციას, გულშემატკივარს - ყველას გილოცავთ შპს მარნეულის კოლეჯის წარმატებას. 
კოლეგებო, რომ არა ჩვენი კოლეჯის მთლიანი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, გათენებული ღამეები და წინსვლის უზარმაზარი სურვილი, ჩვენ ვერ ვატარებდით დღეს ასეთ საპასუხისმგებლო სტატუსს. 
დიახ, ჩვენ უფრო მეტი შემართებითა და პასუხისმგებლობით ვაგრძელებთ მუშაობას და ახალგაზრდა თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებას!
დიახ, ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზრდა თაობის ინტეგრაციისათვის და ჩართულობისათვის ქართული სახელმწიფოს განვითარებაში!
დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ პროფესიული განათლების ავანგარდში!

უკან დაბრუნება