დასაქმების ფორუმი კოლეჯში

30 მარტი 2018

 

 

2018 წლის 30 მარტს მარნეულის კოლეჯის ორგანიზებით ჩატარდა "კრედო ბანკის" დასაქმების  ფორუმი.ეს იყო ინტერაქტიული ტიპის შეხვედრა, სადაც ბანკის წარმომადგენლები შეხვდენენ კოლეჯის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, სხვა დაინტერესებულ პირებს. კრედო ბანკის HR მენეჯერი ქ-ნი ანა ბიწაძე შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა როგორც "კრედო ბანკში" დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე იმაზე თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს. 
შეხვედრის შემდეგ ფორუმის დამსწრეებმა შეავსეს "კრედო ბანკის" მიერ წარმოდგენილი სპეციალური ანკეტები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ მათ დასაქმებაში.

უკან დაბრუნება