შეხვედრა დამსაქმებელთან

31 მარტი 2017

31 მარტს შედგა მარნეულის სამედიცინო კოლეჯის მენეჯერის ქალბატონი ნინო გომელაურისა და ქ.მარნეულის #3 ბაგა-ბაღის დირექტორის ქალბატონი ქეთევან მინაძის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროფორიენტაციის სამსახურის მენეჯერი ქალბატონი მაია ოკმელაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მომავალი თანამშრომლობის დეტალები.
ქალბატონმა ნინო გომელაურმა და ქალბატონმა ქეთევან მინაძემ დეტალურად განიხილეს ბაგა-ბაღის აღმზრდელის პროფესიული პროგრამა, პროგრამის შედეგები და ამ შედეგების მისაღწევად თანამშრომლობის მექანიზმები.

შეხვედრის დასასრულს მარნეულის სამედიცინო კოლეჯსა და მარნეულის #3 ბაგა-ბაღს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

           

უკან დაბრუნება