ქართული ენის დღე

11 აპრილი 2014

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ორგანიზებით, სკკა-ს ,,სტუდენტური დღეები 2014" -ის ფარგლებში, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამდიცინო კოლეჯის და საქართველოს ბიზნეს აკადემიის სტუდენტებმა, მარნეულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროფესიული სტუდენტების ფერწერული და გრაფიკული ნახატებისა გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის და რესურსცენტრის წარმომადგენლები,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონია მაია ჩიხლაძე; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ კორძახია და სხვა კერძო კოლეჯების წარმომადგენლები;    ფოტოალბომი                                                                                                                           

უკან დაბრუნება