ზოგადი დებულება

შპს მარნეულის კოლეჯს  საქმიანობის განხორციელებისას, პრიორიტეტად დასახული აქვს შრომის  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.  კოლეჯის   ხელმძღვანელობა  აცნობიერებს   უსაფრთხოების კუთხით  პასუხისმგებლობას  და  სათანადოდ  უზურუნველყოფს  სტუდენტებისა  და დასაქმებულთა  შრომისა  და ჯანმრთელბის დაცვას. რისთვისაც მუდმივად ცდილობს შექმნას საქმიანი, უსაფრთხო, კომფორტული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და სივრცე.

შრომის უსაფრთხოების დაცვა

შპს მარნეულის კოლეჯი შრომის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს კომპლექსურად, რისთვისაც უზრუნველყოფს:

  • უსაფრთხო სამუშაო პირობებს;
  • დასაქმებულთა მუდმივ სწავლებას შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
  • შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას;
  • საგანმანათლებლო პროცესების უსაფრთხოებას;
  • სამუშაო და დასვენების რეჟიმის ოპტიმალურ გადანაწილებას;
  • ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების პერიოდულ შემოწმებას, შეფასებას;
  • პროფესიული დაავადებებისა და უბედური შემთხვევების ობიექტურ გამოძიებას;
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვას, ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.
  • თითოეულ თანამშრომელს სამუშაო და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციით.

ყურადღება გამახვილებულია ავარიულ  სიტუაციების და ავარიების თავიდან აცილებაზე. უბედური შემთხვევის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, იგი ეყრდნობა პერსონალის ქმედებებს, ზარალის მინიმუმამდე შემცირების, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და შედეგების აღმოფხვრის მიზნით.

წესრიგის დაცვა

  1. კოლეჯში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს დაცვის  თანამშრომელი;
  2. კოლეჯში მატერიალური ფასეულობების დაცვას უზრუნველყოფს დაცვის  თანამშრომელი;
  3. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით შენობა აყვანილია ცენტრალიზებული დაცვის სისტემაზე და  ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე;
  4. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით კოლეჯის გარე და შიდა პერიმეტრი კონტროლდება ვიდეოჩანაწერის შენახვის ფუნქციით აღჭურვილი უსაფრთხოების კამერებით;

პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა

  1. კოლეჯი უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტებისა  და  პრსონალისათვის  პირველადი  გადაუდებელი დახმარების  აღმოჩენას;
  2. კოლეჯის ტერიტორიაზე  სტუდენტებისა და პერსონალისათვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირია დირექტორი;
  3. პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია სტუდენტს მიეწოდება გზამკვლების მეშვეობით სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა;
  4. პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია პერსონალს მიეწოდება სამუშაოს დაწყებისთანავე;
  5. პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს დირექტორის მიერ დანიშნული შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი/პირები (შემდგომში - პირველადი გადაუდებელი დახმარების გამწევი  პირი);
  6. შენობაში არსებობს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კუთხე,  სადაც ინახება პირველადი გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო საშუალებები;

უსაფრთხოების დაცვა

 

  1. კოლეჯში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება.
  2. კოლეჯი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, ცეცხლ­მაქრებით, რომელიც განთავსებულია შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ ადგილებზე და მისი გამოყენების ინსტრუქცია გამოკრულია ინვენტართან და ახსნილია კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
  3. უსაფრთხოების სწავლება პერსონალისა და სტუდენტებისათვის ტარდეაბა მინიმუმ წელიწადში ორჯერ;
  4. უსაფრთხოების სწავლებას ატარებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;
  5. საგანგებო ვითარების დროს საჭიროების შემთხვევაში, დაცვის თანამშრომელი უკავშირდება შესაბამის უწყებებს (სასწრაფო, სახანძრო, პატრული და ა.შ.);
  6. ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმებას, დაცვის საშუალებების მოვლას, მათ სწორად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;