პროფერსიული სტუდენტების  უფლება-მოვალეობები

​სტუდენტის უფლებები

  • პროფესიულ სტუდენტს აქვს ფიზიკური და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. 
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს  პროგრამით  გათვალისწინებული  საკონტაქტო საათების სრულად, დროულად და ხარისხიანად ჩატარება;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს რომელიმე დისციპლინის სასწავლო მასალის გაუგებრობის შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი კონსულტაცია;
  • სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს   მიღებული  შეფასების  განმარტება და  თუ არ ეთანხმება,  გააპროტესტოს დირექტორთან;
  • · სტუდენტს უფლება აქვს საპატიო მიზეზით გაცდენის ან არადამაკამაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში 10 დღის ვადაში განმეორებით ჩააბაროს  მასწავლებელს გამოცდა;
  • სტუდენტს უფლება აქვს გააპროტესტოს საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილება დირექტორთან.

სტუდენტის მოვალეობები

  • პროფესიულ სტუდენტს ევალება სისტემატური დასწრება მეცადინეობებზე (სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული საათების მინიმუმ 51%), წინააღმდეგ შემთხვევასი ის არ დაიშვება  გამოცდაზე და ვერ  მოიპოვებს ამ კურსით განსაზღვრულ კრედიტებს;
  • მეცადინეობებზე მობილური ტელეფონის და სხვა ხმოვანი გასართობი საშუა¬ლებებით სარგებლობა და სასწავლო პროცესისათვის ხელის შეშლა  დაუშვებელია. 
  • ხელშეკრულების თანახმად სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი წელიწადში ორჯერ, განსაზღვრულ დროში. წინაააღმდეგ შემთხვევაში მას შეუჩერდება  სტუდენტის სტატუსი; 
  • პროფესიული სტუდენტი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები, მოიქცეს საზოგადოებაში მიღებული წესების შესაბამისად, დაიცვას ეთიკის ნორმები; 
  • პროფესიულ  სტუდენტს ეკრძალება პროფესიული მასწავლებლის სტუდენტის, ან სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხოფა, ძალადობა სასწავლებლის ტერიტორიაზე;
  • სასწავლებელში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების, ცივი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის, ბანქოსა და სხვა საშუალებების შემოტანა;
  • დაუშვებელია  ალკოჰოლური ან  ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ  მყოფი პირების ყოფნა  სასწავლებლის ტერიტორიაზე;
  • დაუშვებელია ვანდალიზმი - სასწავლო ინვენტარის განზრახ დაზიანება. ამ შემთხვევაში სტუდენტს ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა  (ნივთის  საბალანსო   ღირებულების ფარგლებში);
  • სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს სასწავლებლის შინაგანაწესს;
  • ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისას  შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რამოდენიმე  კატეგორიის   სასჯელი:
V სიტყვიერი გაფრთხილება;
V წერილობითი შეტყობინება;
V პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
  • სამეთვალყურეო საბჭო განსაკუთრებულ  შემთხვევაში უფლებას იტოვებს აღნიშნულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს დაუყონებლივ არსებული კანონმდებლობისა და სასწავლებლის შინაგანაწესის ფარგლებში. 
  • დარღვევათა იმ კატეგორიების შემთხვევაში, რომლებიც განეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულს, ან მათი ჩადენის მცდელობას, დირექცია იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ინფორმაცია  სამართალდამცავ ორგანოებს.