პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის და შეწყვეტის წესი

  • პირს მიენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი, თუ იგი დააკმაყოფილებს პროგრამაზე ჩარიცხვის წესების  მოთხოვნებს  და  დირექტორის ბრძანებით ჩაირიცხება პროგრამაზე.
  • პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შესაძლებელია შეუჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
  1. ფინანსური დავალიანების დადგენილ ვადებში გადაუხდელობა;
  2. სასწავლო პროცესის საკონტაქტო საათების 50%-ზე მეტის გაცდენა;
  3. სამხედრო სამსახურში ან რეზერვში ჩარიცხვა, რაც გამორიცხავს პარალელურ რეჟიმშისწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. თუ სტუდენტს სამხედრო სამსახურში ყოფნის რეჟიმი საშუალებას აძლევს დაესწროს მეცადინეობების გარკვეულ რაოდენობას, მას საშუალება უნდა მიეცეს განაგრძოს სწავლა;
  4. პროფესიული სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე;
  5. მობილობის ფარგლებში სხვა სასწავლებელში გადასვლის შესახებ განცხადების  დარეგისტრირება;
  6. კოლეჯის შინაგანაწესის მე-9 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა
  7. კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება და ინფორმაცია შეინატება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ელექტრონულ რეესტრში;
  • სტუდენტს სტატუსი შესაძლოა შეუჩერდეს არაუმეტეს 2 წლის ვადით. ამ ვადაში სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ხდება სტუდენტის  სტატუსის შეწყვეტა;
  • პროფესიული სტუდენტის სატატუსის აღდგენა შესაძლებელია იმავე პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუ სასწავლებელი განახორციელებს მიღებას  შემდეგ ნაკადზე;
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს  ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და სწავლის გადახდილი   საფასური;
  • პროფესიული სტუდენტი სტატუსის აღდგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს  დირექტორს, განცხადებაში მიეთითება  პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების  გარემოებათა დასრულების შესახებ და თან დაერთვება შესაბამისი მტკიცებულებითი   დოკუმენტაცია;
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება და ინფორმაცია შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ელექტრონულ რეესტრში;
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა შესაძლებელია ერთი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ორჯერ;
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
  1. შინაგანაწესით და ხელშეკრულებით  დადგენილი შემთხვევები;
  2. აღდგენილი პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების გარემოებების  ხელმეორედ დადგომა;
  3. პროფესიული სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი  განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
  4. მიმღები კომისიისათვის ისეთი ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა ან ისეთი ინფორმაციის წარუდგენლობა, რაც გავლენას იქონიებს  პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  5. პროფესიული პროგრამის დასრულება; 
  6. სტუდენტის პირადი განცხადება(№1, 20.02.2012);
  7. სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50%-ის ან მეტის აუთვისებლობა პროგრამის განხორციელების ძირითად ვადებში;
  8. პროფესიული სტუდენტის სტატუს შეწყვეტილ პირს, სასწავლო პროცესის დაწყებიდან   2 კვირის გასვლის შემდეგ აღარ უბრუნდება სწავლის გადახდილი საფასური;