პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა

 

წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №121/ნ-ის    (2010 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი) ,, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით    გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“   საფუძველზე და განსაზღვრავს შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში (შემდგომში კოლეჯი)  პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასების   მოქმედ   სისტემას.

  • კრედიტების  განაწილება  ხდება  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის სასწავლო  კურსებს  შორის.  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამით  გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს თეორიის და პრაქტიკის კომპონენტს.   პრაქტიკის კომპონენტი არის საერთო დატვირთვის არანაკლებ 40%.

  • ერთი  კრედიტი  ასახავს  პროფესიული  სტუდენტის  სასწავლო  საქმიანობას  25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.

  • სასწავლო კურსის თეორიულ კომპონენტში  1 კრედიტი მოცავს  სტუდენტის საკონტაქტო და დამოუკიდებელ  სამუშაო საათებს,  საკონტაქტო და დამოუკიდებელი საათების რაოდენობას განსაზღვრავს  კურსის მასწავლებელი  და აისახება სილაბუსში.

  • სასწავლო კურსის პრაქტიკულ კომპონენტში  1 კრედიტი მოიცავს  სტუდენტის  დატვირთვის საკონტაქტო საათებს, ანუ 25 საათს.

  • კრედიტის  მისაღებად  პროფესიული  სტუდენტის  სასწავლო  საქმიანობა  თეორიის კომპონენტის  ფარგლებში  მოიცავს  ლექციაზე  დასწრებას/სამუშაო  ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო  პრაქტიკის  კომპონენტის  ფარგლებში  –  პრაქტიკულ  მეცადინეობასა  და  გამოცდების  ჩაბარებას.

  • კოლეჯში ცალკეული სასწავლო კურსით გათვალისწინებული კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რასაც არეგულირებს  მოქმედი შეფასების სისტემა;

  • შეფასების სისტემა უშვებს: 

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

  (A)   ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% -100%;

 (B)   ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

 (C)   კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

 (D)   დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

 (E)   საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

 ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით   დამატებით გამოცდაზე  ერთხელ გასვლის უფლება  10 დღის ვადაში

(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 

1. თეორიული სასწავლო კურსის  მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, რაც  გადანაწილდება შემდეგ   კომპონენტებზე:

1) მიმდინარე შეფასება  30 ქულა;
2) შუალედურ გამოცდა  30 ქულა; 
3) დასკვნითი გამოცდა 40 ქულა. 
 
სტუდენტის  მიერ სასწავლო კურსის   კრედიტები  ჩაითვლება ათვისებულად, თუ  იგი ჯამურად მოიპოვებს ყველა კომპონენტის დადებით შეფასებას არაუმცირეს 51 ისა.
 

2.  სასწავლო პრაქტიკის  სასწავლო კურსის   მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, რაც  გადანაწილდება შემდეგ   კომპონენტებზე:

1)   დასწრება-ჩართულობა  20 ქულა;
2)   მიმდინარე შეფასება   20 ქულა;
3)   შუალედურ გამოცდა  30 ქულა;
4)   დასკვნითი გამოცდა 30 ქულა.

  3. საწარმო პრაქტიკის  კურსის შეფასებაც  რამოდენიმე კომპონენტიანია

                 1)  დასწრება/აქტიურობა  20 ქულა; 

                 2). მიმდინარე შეფასება  20 ქულა;
                 3). გუნდური მუშაობა   20 ქულა;
                 4). დასკვნითი გამოცდა 40 ქულა. 

სტუდენტის  მიერ საწარმო პრაქტიკის   კრედიტები  ჩაითვლება ათვისებულად, თუ  იგი ჯამურად მოიპოვებს პრაქტიკის ყველა კომპონენტის  დადებით შეფასებას არაუმცირეს 51 ისა. პრაქტიკის დროს სტუდენტს გადაეცემა ინდივიდუალური ანკეტა, შეფასების და პრაქტიკის მიმდინარეობის ანალიზისათვის. ანკეტა დამტკიცებულია დირექტორი მიერ და სავალდებულოა.

 
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში:
 
· შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
· განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
· განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
 
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
 
· განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში  პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
· იმ მოდულში, რომელიც წარმოადგენს შემდგომი მოდულების წინაპირობას, განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში  პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება  2 კვირის ვადაში.
· შეზღუდული  შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში        ჩართულობის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.
· შეფასების მიმართულებები და შეფასების ალტერნატიული ინსტრუმენტების  ჩამონათვალი გაწერილია შესაბამის მოდულში.
· ყველა სწავლის შედეგის მიღწევა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებებით.
· შეფასების ინსტრუმენტების  და მტკიცებულების  კონკრეტულ ფორმას  მოდულის განამახორციელებელი მასწავლებელი შეიმუშავებს მოდულის განხორციელების პროცესში.
· მტკიცებულებები  ინახება და  5 წლის  ვადით, რის შემდეგაც  ექვემდებარება განადგურებას.
· უწყისები სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ  ინახება   მუდმივად კოლეჯის არქივში.