პროფესიული სტუდენტის სასწავლო  საქმიანობა/დატვირთვა

 
1. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
2. კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა უნდა მოიცავდეს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრებას, გაცნობით პრაქტიკას, პრაქტიკულ პროექტს, საწარმოო პრაქტიკას, დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტის მიღება ხდება მხოლოდ  სილაბუსით/მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგების დადასტურებით.
3.  საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) მოიცავს:
Ø ლექციაზე დასწრება/სამუშაო ჯგუფში მუშაობას;
Ø პრაქტიკულ მეცადინეობას;
Ø დამოუკიდებელ მუშაობას;
Ø სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას;
Ø გამოცდების (შუალედური, დასკვნითი) ჩაბარებას.
 

კრედიტების განაწილება

 
1. კრედიტი გამოხატავს ცალკეული მოდულით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას (დატვირთვას).
2. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის მოდულებს შორის. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს დამოუკიდებელ სამუშაოს,  თეორიის და პრაქტიკის კომპონენტსა და შეფასებას. 
3. კრედიტების განაწილება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებს შორის უნდა იძლეოდეს მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.
 
 

პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასება 

 კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
       შეფასების სისტემა უშვებს:
            ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას;
Ø (A) ფრიადი  - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;        
Ø (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;             
Ø (C) კარგი -  მაქსიმალური შეფასების 71-80%;                        
Ø (D)  დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
Ø (E)  საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
             ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
Ø (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
Ø (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.   
  სასწავლო კურსის  მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.   
 
დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის შეფასება ითვალისწინებს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
პროგრამის ცალკეულ კომპონენტში შუალედური შეფასება შესაძლოა მოიცავდეს შუალედურ გამოცდას, პრეზენტაციას, სხვადასხვა აქტივობას, საშინაო დავალებას და სხვ. 
 
პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%)  მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
 

ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება 

 
1. კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
სწავლის შდეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შდეგების აღიარებით (ჩათვლა);
ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით;
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა;
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შდეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.
Ø სტუდენტის შეფასება ხდება მოდულის შესრულების კრიტერიუმების თანახმად;
Ø მოდულის მისაღწევი შედეგებისა და შესრულების სპეციფიკიდან და შეფასების მიზნიდან გამომდინარე, შეფასების ინსტრუმენტს, განსაზღვრავს მოდულის განმახორციელებელი;
Ø შეფასება აუცილებლად უნდა მოიცავდეს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს, რომლებიც ემსახურებიან სტუდენტის მიერ ცოდნის ათვისებისა და უნარების განვითარების პროცესის სწორად წარმართვასა და მიღწევების დონის განსაზღვრას;
Ø ნებისმიერი შეფასების ფორმატი უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის,  ვალიდურობის, სტანდარტულობის, პრაქტიკულობის, გამჭვირვალობის პირობებს;
2. მოდულის სწავლებისას, განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში ან არგამოცხადების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ყოველ შემდგომ სწავლის შედეგების მიღწევის დამატებით შეფასებას არეგულირებს კოლეჯის დირექტორი გამოცემული აქტით; 
3. დამატებითი განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაშიან არგამოცხადების შემთხვევაში, იმ მოდულისათვის, რომელიც არ წარმოადგენს სხვა მოდულის შესწავლის წინაპირობას, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასებისა პროგრამის დასრულებამდე;   
4. დაუშვებელია სასწავლო პროცესის მენეჯერთან შეთანხმების გარეშე, განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება; 
5. შეფასების პროცესი დასრულებულად ითვლება მხოლოდ შეფასების შედეგების დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ. პროფესიული განათლების მასწავლებელი/შემფასებელი ვალდებულია უზრუნველყოს მტკიცებულებების შექმნა (ტესტის, შეფასების სქემის, დაკვირვების ფურცლის, სტუდენტის საქმიანობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ან სხვა საშუალებებით) და შეფასების შემდეგ გადასცეს კოლეჯის პროგრამის ხელმძღვანელს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში განსათავსებლად;
6. მტკიცებულებები დაწესებულებაში უნდა ინახებოდეს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე/კვალიფიკაციის მინიჭებამდე, მტკიცებულებების დაარქივება/განადგურება ხდება შემდეგნაირად: კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ დგება მტკიცებულებების განადგურების კომისია, რომლის შემდგენლობაში არიან:
v პროგრამის ხელმძღვანელი;
v სასწავლო პროცესის მენეჯერი;
v დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული  სხვა პირი;
7. დაწესებულებაში მოდულური პროგრამებისთვის სასწავლო პროცესის სახარჯი მასალებით უწყვეტად უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელია სასწავლო პროცესის მენეჯერი;
8. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.
9. შეფასების წესის სწორ განხორციელებაზე ზედამხედველობა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა ევალება სასწავლო პროცესის მენეჯერს;
10. პროფესიული სტუდენტებისათვის მიღწევების შეფასების წესისა და მოდულის გაცნობა წარმოადგენს მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებლის პასუხისმგებლობას.
11. მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც დოკუმენტურად არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს  ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული ქართული ენის მოდულების გავლა, ან კოლეჯის მიმღები კომისიის მიერ ორგანიზებული გამოცდით კომპეტენციის დადასტურება.
12 უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ამ ენის ფლობის კომპეტნცია. ხოლო იმ პირებს,  რომლებსაც დოკუმენტურად არ უდასტურდებათ პროგრამის განხორციელების ენის ფლობა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს  კოლეჯის მიმღები კომისიის მიერ ორგანიზებული გამოცდით ამ ენის ფლობის დადასტურება.
 

პროფესიული სტუდენტის სწავლის ხანგრძლივობა

1. სწავლების სისტემა განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების მოცულობისა და ყოველდღიური და ყოველკვირეული დატვირთვის სასურველი მოცულობის შესაბამისად.
2. კოლეჯი  უფლებამოსილია  განსაზღვროს  კონკრეტული  სასწავლო  პროგრამის სასწავლო ციკლის დაწყების თარიღი, ასევე პროგრამის განხორციელების პროცესში სასწავლო პროცესის   დროებითი   ხასიათის   შეჩერების   (არდადეგების)   პერიოდი, რომელთა   შესახებ ინფორმაცია პროფესიულ სტუდენტებს მიეწოდებათ რეგისტრაციამდე.