სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამა:  საბუღალტრო აღრიცხვა

 
 

პროგრამის ზოგადი დახასიათება  

საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა მოიცავს  40 კრედიტს, საიდანაც    32 კრედიტი ეთმობა საბუღალტრო საქმის სპეციალური დისციპლინების თეორიულ სწავლებას,  ხოლო   8 კრედიტი   პრაქტიკას.  ზოგადი მოდული  შედგება   18  კრედიტისაგან, ხოლო  პროფესიული მოდული  22  კრედიტისაგან.  პროგრამა გათვლილია   38 კვირაზე, საიდანაც  34 სასწავლო   კვირაა, ხოლო 4 კვირა  გამოცდებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასწავლო აუდიტორიებით,  ბიბლიოთეკით, კომპიუტერული ტექნიკით,  სასწავლო პრაქტიკასთვის განკუთვნილი მასალით  და სხვა რესურსებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას. 
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე? 

საბუღალტრო აღრიცხვის სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.   
 

რა დოკუმენტი გადაეცემა  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა  პროგრამის სრულად  ათვისების დამადსტურებელი სერტიფიკატი.
 

 პროგრამის მიზანი 

 კურსდამთავრებულმა უნდა შეისწავლოს ბუღალტრის პროფესიისათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესების  თეორიული ასპექტები;  ფინანსური აღრიცხვის დარგის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი  პრაქტიკული უნარების  ფართო სპექტრი; ფინანსური აღრიცხვის სახვადასხვა  ინსტრუმენტებისა და  მასალების გამოყენება;  ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი კოლეგებთან და  მომხმარებლებთან;  ბუღალტრული ეთიკის კოდექსის ძირითადი ნორმები;  სამუშაო ადგილის მოწესრიგება,  სამუშაო განრიგის დაგეგმვა; მარტივი, საკომუნიკაციო  უცხო ენა და  საინფორმაციო საშუალებები;
 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს კურსდამთავრებული?

პროგრამის წარმატებულად ათვისების შემთხვევაში  კურსდამთავრებულმა იცის სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენა;  იცის  საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის  ორის-ის მეშვეობით  საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლა, საცდელი ბალანსის შედგენა;  აქვს საგადასახდო სისტემის და კანონმდებლობის   პრინციპებისა და შინაარსის  ზოგადი ცოდნა;  აქვს ბიზნესის მართვისა და ეკონომიკის  თეორიული საფუძვლების  ზოგადი ცოდნა;  შეუძლია  დათვლა, აღწერა, გაზომვა  და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; შეუძლია ოპერაციების  ბუღალტრული გატარება და ასახვა  ანგარიშებში და ამის  საფუძველზე  კრებსითი უწყისების შედგენა; დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში  შეუძლია  სამეურნეო ოპერაციის შეტანა, კორექტირება,  ნაშტების მომზადება;  შეუძლია  ცალკეულ საბუღალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის  დაჯგუფება, მათ ბაზაზე  ხელმძღვანელობისათვის  პერიოდული ნაგარიშების მომზადება  თემატიკის მიხედვით; შეუძლია მესამე მხარესთან სააღრიცხვო საკითხების განხილვა და მოსაზრების გამოთქმა;  შეუძლია წერილობითი კომუნიკაციის დამყარება როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით; აქვს უცხო ენაზე შედგენილი  საბუღალტრო დოკუმენტის შინაარსის გაგების უნარი; შეუძლია პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება, სწავლის გაგრძელება და კარიერის დაგეგმვა.
 

სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემის მიხედვით
                                                

დასაქმების სფერო

საბუღალტრო აღრიცხვის სასერტიფიკატო  პროგრამის დასრულების შემდეგ პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო სტრუქტურაში, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ---  სამეურნეო  და  საფინანსო აღრიცხვის  ორგანოებში და/ან  სექტორში. იგი იკავებს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციას.