პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: პრაქტიკოსი ექთანი

 

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  ხანგრძლივობა  ორნახევარი სასწავლო წელია (73კვირა).  პროფესიული სტუდენტების სრული დატვირთვა  150 კრედიტი, საიდანაც 60% ეთმობა თეორიული სასწავლო  მასალის ათვისებას და 40%   კი--- პრაქტიკულ კომპონენტს.  პრაქტიკა სტუდენტებს უტარდებათ  კოლეჯის ბაზაზე მოდელირებულ  პალატაში და   მარნეულის წამყვან სამედიცინო კლინიკებში.  
  

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების კურსი.
 

რა კვლიფიკაცია მიენიჭება  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული კვალიფიკაცია და გადაეცემათ   ამ კვალიფიკაციის დამადსტურებელი დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი  

პროგრამის მიზანია მოამზადოს პრაქტიკოსი ექთანი, რომელმაც იცის საექთნო მოვლის  მიზნები და ამოცანები;  ავადმყოფის მოვლის ძირითადი საშუალებები, ფორმები და მეთოდები;  ურთიერთობის ფსიქოლოგია და ეთიკის  ნორმები;   საკუთარი თავისა და მოსავლელი ობიექტის დაცვა ინფექციის კერაში;  კვალიფიციური  ექიმამდელი გადაუდებელი დახმარება. პროფესიული საქმიანობისას მოქმედებს საქვეყნოდ აღიარებული სამედიცინო ეთიკის  ღირებულებების შესაბამისად.
 

რა უნარებს ფლობს და რა იცის კურსდამთავრებულმა პროგრამის დასრულების შემდეგ?

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს  აქვს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა, იცის ადამიანის ნორმალური ანატომია,  სისტემების ფიზიოლოგია და პათოლოგიური  გამოვლინებები; იცის და გაცნობიერებული აქვს საექთნო საქმის და საერთოდ მედმუშაკის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური, ფსიქოლოგიური  და სამართლებრივი ასპექტები; იცნობს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებას  და გაცნობიერებული აქვს პრაქტიკოსი ექთნის  დანიშნულება; იცნობს ზოგადი ჰიგიენისა და    ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს და გაცნობიერებული აქვს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით;    კურსდამთავრებულს შეუძლი  პაციენტისა და მოსავლელი პირისათვის  კომფორტული, უსაფრთხო და   ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი გარემოს   უზრუნველყუფა;  პაციენტის მართვის გეგმით გათვალისწინებული  ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების ჩატარება, მოვლა, დაავადების მართვა;   პაციენტის ჯანმრთელობის და  ფსიქოლოგიური მდგომარეობის  პირველადი  იდენტიფიცირება,   რისკების  სწორი შეფასება და პრაქტიკული  გადაწყვეტილებების მიღება;  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა; შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა და დაცვა; 
 

როგორ ხდება სტუდენტების შეფასება?

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით
 

დასაქმების სფერო    

საექთნო საქმე მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. პრაქტიკოსი  ექთანი შეიძლება დასაქმდეს  სხვადასხვა  დონის  დიაგნოსტიკურ,  სამკურნალო,  პროფილაქტიკურ  და  სარეაბილიტაციო   დაწესებულებებში, ჰოსპისებში, ეთიკურ კომიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.