პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: პრაქტიკოსი ბებია-ქალი

 

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ

პრაქტიკოსი ბებია-ქალის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  ხანგრძლივოაბა  ორი სასწავლო წელია (76 კვირა).  პროფესიული სტუდენტების სრული დატვირთვა  120 კრედიტი, საიდანაც 60% ეთმობა თეორიული სასწავლო  მასალის ათვისებას და 40%   კი--- პრაქტიკულ კომპონენტს.  პრაქტიკა სტუდენტებს უტარდებათ  კოლეჯის ბაზაზე მოდელირებულ  პალატაში და   მარნეულის წამყვან სამედიცინო კლინიკებში.  პროგრამა ხორციელდება რუსულ და ქართულ ენეზე.
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

პრაქტიკოსი ბებია-ქალის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების კურსი.
 

რა კვლიფიკაცია მიენიჭება  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ პრაქტიკოსი ბებია-ქალის პროფესიული კვალიფიკაცია და გადაეცემათ   პროფესიული დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია მოამზადოს პრაქტიკოსი ბები-ქალი, რომელსაც გააჩნია  სფეროს საქმიანობისთვის  დამახასიათებელი  უნარების ფართო სპექტრი, აღჭურვილია თეორიული ცოდნით, შესწევს უნარი შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, მიიღოს სწრაფი და ადექვატური გადაწყვეტილება;  
 

რა უნარებს ფლობს და რა იცის კურსდამთავრებულმა პროგრამის დასრულების შემდეგ?

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს  შეუძლია  ფიზიოლოგიური მშობიარობის წარმართვა და ახალშობილის მდგომარეობის შეფასება;  მშობიარისა და ახალშობილისთვის ოპტიმალური, უსაფრთხო,   კომფორტული და ეთიკური გარემოს უზრუნველყოფა;  მშობიარის/ახალშობილის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროული იდენტიფიკაცია და სწორი გადაწყვეტილების მიღება;  სამენო და გინეკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, უშუალო  ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, კვალიფიციური დახმარების  გაწევა;  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა; ქალის პოსტნატალური კვლევა, მასზე ზრუნვა და მოსალოდნელი   გართულებების პრევენცია;  ახალშობილის პირველადი ტუალეტის ჩატარება და შემდგომი მოვლა; მართვის გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების წარმოება;  შესაბამისი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება;  ქალის ასისტირება ძუძუთი კვების პროცესში, ხოლო პრობლემის შემთხვევაში – სწორი რეკომენდაციების მიწოდება და შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფა;   საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სკრინინგ–ტესტების, ადექვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების ან/და იმუნიზაციის წარმოება;   შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა და დაცვა;   საკუთარ პროფესიული დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.
 

როგორ ხდება სტუდენტების შეფასება?

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით
 

სად შეიძლება დასაქმდეს კურსდამთავრებული?   

ბებია-ქალის საქმიანობა  მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. პრაქტიკოსი ბებიაქალის დასაქმების სფერო მოიცავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა დონის დაწესებულებებსა და სტრუქტურებს, ეთიკურ კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.