პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამა: ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგის  პროგრამის განხორციელება

 

პროგრამის ზოგადი დახასიათება

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის  საგანამანათლებლო პროგრამა ერთსაფეხურიანია (მეხუთე). პროგრამის  ხანგრძლივოაბა  სამი სასწავლო წელია (29 თვე).  პროფესიული სტუდენტების სრული დატვირთვა  162 კრედიტი,   პრაქტიკა სტუდენტებს უტარდებათ  მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში.
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების კურსი და ფლობს ქართულ ენას B1 დონეზე.
 

რა კვალიფიკაცია ენიჭება კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მეხუთე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გადაეცემათ   ამ კვალიფიკაციის დამადსტურებელი  დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდასდა განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს   ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დასაკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს სტუდენტი?

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:  ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება,  სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით,   სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით,   წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს  შექმნა

 

სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემის მიხედვით
 

 დასაქმების სფერო  

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების  ცენტრებში და ა.შ.