პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:  მოლარე (ბანკის და ა. შ.)  

    
 

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის  შესახებ

მოლარეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ერთსაფეხურიანია  (მესამე),  პროგრამის ხანგრძლივობაა 1 სასწავლო წელი  (43 კვირა), პროფესიული სტუდენტის სრული დატვირთვა კრედიტებში 60 კრედიტი, საიდანაც  60%  თეორიული მასალისთვისაა  განკუთვნილი და 40% კი---- პრაქტიკისათვის.  პრაქტიკა  ტარდება  კოლეჯის ბაზაზე და  კომერციულ ბანკში.  პროგრამის ხელმძღვანელია  საბანკო საქმის მენეჯერი, გამოცდილი მასწავლებელი  ნათია ბერუაშვილი.  
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე? 

მოლარეს  მესამე საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.   მინიმალური ასაკი 17 წელი.
 

რა კვლიფიკაცია მიენიჭება  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება  მოლარის (ბანკის და ა. შ.) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია  და გადაეცემა  ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია  მოამზადოს  სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები იმისათვის რომ  კომერციულ  ორგანიზაციებში და სხვა დაწესებულებებში  ნაღდი და/ან უნაღდო ანგარიშსწორებით  აწარმოოს ფინანასური ოპერაციები,   გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი;  იცის  საბანკო საქმის საფუძვლები და აქვს  მოლარის პროფესიული უნარები. პროგრამის მიზანი სრულად შეესაბამება სასწავლებლის მისიას და ორიენტირებულია დასაქმებაზე.

   

რას ისწავლის სტუდენტი? 

·        მომხმარებელთა საჩივრების გააზრებას და  შესაბამისი და დროულ რეაგირებას პროფესიული ეთიკის ნორმებში;

·        დამქირავებელთან, კოლეგებთან ფუნქციების განაწილების თაობაზე, ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური ან სხვა საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების მოგვარების მიზნით კომუნიკაციას;  

·        სალაროს დღიური საბუთების დანართებთან ერთად  ფორმირებას;  

·        ბანკის სალაროში ნაღდი ფულის მიღებას და გაცემას  წესბის დაცვით

·        კლიენტურისათვის ფულადი ნიშნებით მომსახურების გაწევას  და აღრიცხვას დროის მაქსიმალური დაზოგვით;

·        ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას;

·        სალაროს საბუთების წარმოებას და ფორმირებას;

·        მომხმარებელთან ელემენტარულ კომუნიკაციას უცხო ენაზე;

·        ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების  ეფექტური გამოყენებას საფინანსო ოპერაციების უკეთესად   განხორციელებისათვის. 

სტუდენტის შეფასება

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემის მიხედვით.
                                                

დასაქმების სფერო

მესამე   საფეხურის კვალიფიკაციის მოლარე-ოპერატორს, მინიჭებული კვალიფიკაციიდან და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს სტანდარტებიდან გამომდინარე, აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარები და კომპეტენციები, ამიტომ იგი  შეძლებს იმუშაოს  სავაჭრო და კომერციული ორგანიზაციის სალაროებში, სატრანსპორტო და  სხვა  ორგანიზაციების  ბილეთების სალაროებში.  კომერციული ბანკების, საკრედიტო ორგანიზაციებისა  და  სადაზღვევო ორგანიზაციების  ასევე სხვა საფინანსო  (როგორც საბიუჯეტო, ასევე  კომერციულ)   ორგანიზაციების   სალაროებში  დამოუკიდებლად.  შეიძლება დასაქმდეს კომერციული და საბიუჯეტო  ორგანიზაციების  საბუღალტრო და  აუდიტორულ  სტრუქტურებში  ბუღალტერის   უშუალო  ხელმძღვანელობის  ქვეშ.