პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:  ბანკის მოლარე-ოპერატორი

    

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის  შესახებ

ბანკის მოლარე-ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ერთსაფეხურიანია  (მესამე),  პროგრამის ხანგრძლივობაა 17 სასწავლო  თვე, პროფესიული სტუდენტის სრული დატვირთვა კრედიტებში 103 კრედიტი. პროგრამა   შექმნილია პროფესიული ჩარჩო დუკუმენტის საფუძველზე.  პრაქტიკა  ტარდება  კოლეჯის ბაზაზე, სავაჭრო ობიექტებში და  კომერციულ ბანკში.  პროგრამის ხელმძღვანელია  საბანკო საქმის მენეჯერი, გამოცდილი მასწავლებელი  ნათია ბერუაშვილი.  პროგრამის ღირებულება  3400 ლარი

 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე

ბანკის მოლარე-ოპერატორის მესამე საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.  

 

რა კვლიფიკაცია მიენიჭება  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება  ბანკის მოლარე-ოპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია  და გადაეცემა  ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სტუდენტებს ჩამოუყალიბოს ცოდნა შრომის ბაზარზე ფართოდ წარმოდგენილი პროფესიის — მოლარე-ოპერატორის შესახებ და განუვითაროს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც შესაძლებელობას მისცემს მას დასაქმდეს მოლარედ კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და სხვა დაწესებულებებში, სადაც წარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები.

   

რას ისწავლის სტუდენტი

·        ანგარიშის გახსნა/დახურვას

·        ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების ამოცნობას

·        სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელებას

·        დეპოზიტების მართვას

·        სესხების მართვას

·        დისტანციური მომსახურებას

·        სალაროს გახსნა–დახურვას

·        ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოებას

·        გაყიდვების ტექნიკის გამოყენებას

·        სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელებას

·        კონფლიქტური სიტუაციების მართვას

 

სტუდენტის შეფასება

1. პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი   შეფასეების სისტემის    მიხედვით.   შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

2. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

3. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

                              

დასაქმების სფერო

მესამე   საფეხურის კვალიფიკაციის ბანკის მოლარე-ოპერატორს, მინიჭებული კვალიფიკაციიდან და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს სტანდარტებიდან გამომდინარე,  შეუძლია დასაქმდეს მოლარედ, ან მოლარე ოპერატორად  კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც წარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები.