პროფესიული სტუდენტის მობილობის წესი

 
  • მობილობის უფლება აქვს სტუდენტს,  თუ მას მოპოვებული აქვს   პროფესიული სტუდენტის სტატუსი და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვლილი საგანმანათლებლო პროგრამა ან პროგრამის ნაწილი თავსებადია სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლებლის პროგრამასთან, სტუდენტს არ აქვს ორგანიზაციის მიმართ ფინანსური დავალიანება;
  • მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიული  განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. დაუშვებელია პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის პროგრამაზე მობილობის განხორციელება;
  • სხვა სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაში  სტუდენტი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის  დირექტორს  პირადი ბარათის  ასლის გაცემის მოთხოვნით.  ადმინისტრაცია სამი სამუშაო დღის ვადაში  გასცემს სტუდენტის პირადი ბარათის ასლს. სტუდენტის განცხადების დარეგისტრირების შემდეგ მას დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.  სტატუსშეჩერებული სტუდენტის სხვა სასწავლებელში  ჩარიცხვის  შესახებ  იმავე სასწავლებლის ხელმძღვანელობისგან თანხმობის შემთხვევაში,  სტუდენტს დირექტორის ბრძანების საფუძველზე  შეუწყდება სტატუსი.
  • სხვა სასწავლებლიდან მობილობის მსურველი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის დირექტორს რასაც  თან დაურთავს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის  დამოწმებული ასლი;
ბ) ცნობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე ათვისებული ან   აღიარებული კრედიტების შესახებ;
  • სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და ადგენს პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების შესაბამისობას ორგანიზაციის  ანალოგიურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან.   საბჭო ზოგიერთ შემთხვევაში უფლებამოსილია მობილობის  მსურველს გაუგზავნოს წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე. თავსებადობის დადგენის შემთხვევაში მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს კოლეჯის  შინაგანაწესით დადგენილი დოკუმენტები.  სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას  პირის სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ.
  • შიდა მობილობა გულისხმობს პროფესიული სტუდენტის მიერ არჩეული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას დაწესებულების ფარგლებში, ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე;
  • შიდა მობილობის მოთხოვნა დასაშვებია მოცემულ პროგრამებზე სასწავლო პროცესის  დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში,  ან  იმ შემთხვევაში, თუ  სტუდენტის მიერ ათვისებული სასწავლო კურსები/მოდულები ემთხვევა არჩეული პროგრამის სასწავლო კურსებს/მოდულებს.  შიდა მობილობის პროცედურის დაწყების საფუძველია პროფესიული სტუდენტის განცხადება, რომლის საფუძველზეც  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ  დადგინდება პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული  კრედიტების, ხოლო კრედიტის დაუგროვებლობის შემთხვევაში- გავლილი თემების  თავსებადობის საკითხი.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში დადასტურებული სწავლის შედეგების თავსებადობის საკითხი,   შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში საბჭოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას  პირის  შიდა მობილობის შესახებ. რაც   7 დღის ვადაში დაფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში.