ორგანიზაციის მისია და მომავლის ხედვა

 

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის მისიაა ქვემო ქართლის მრავალეთნიკური  მოსახლეობაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ფასეულობების დამკვიდრება, ყველა პროფესიული სტუდენტის პოტენციისა და შესაძლებლობის გამოვლენისთვის ზრუნვა, რომ ის მომავალში ჩამოყალიბდეს ნამდვილ  პროფესიონალად და ადგილი დაიმკვიდროს  კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ვიყოთ რეგიონში ლიდერი სასწავლო დაწესებულება. ამისათვის მარნეულის სამედიცინო კოლეჯი სთავაზობს საზოგადოებას ხარისხზე დაფუძნებულ სწავლებას, მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებას.