პროფესიული მასწავლებლის უფლება-მოვალეობები

 

პროფესიული  მასწავლებლის  უფლებები

  • პროფესიულ მასწავლებლს აქვს უფლება დისკრიმინაციის გარეში, დადგენილი წესით სასწავლო დროს ან სასწავლებლის ტერიტორიაზე ისარგებლოს სასწავლებლის მიერ აღიარებული ყველა უფლებით, აგრეთვე სასწავლებლის ყველა რესურსით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული და საკომუნიკაციო საშუალებები, თვალსაჩინეობანი).
  • პროფესიულ მასწავლებლებს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სასწავლებლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა (კან. ზოგ. გან. შეს.).
  • პროფესიულ მასწავლებლებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასწავლებლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შეინახონ, დაამუშაონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნების¬მიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენოს სასწავლებლის რესურსი ამ ინფორ¬მაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად ან შესაქმნელად. 
  • პროფესიულ მასწავლებლებს აქვთ სწავლის, სწავლებისა და კვლევის თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება პროფესიული სტანდარტებით და  სასწავლო პროგრამით დასახული მიზნების და შედეგის მიღწევას.
  • პროფესიულ მასწავლებლების პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია.
  • მასწავლებლებს კონსტიტუციით დადგენილი წესით აქვს აღმსარებლობის თავისუფლება;
  • პროფესიულ მასწავლებლებს აქვთ უფლება მოსთხოვონ ორგანიზაციას შინაგანაწესის თანახმად შრომის პირობების უზრუნველყოფა;
  • პროფესიულ მასწავლებლებს უფლება აქვთ მოითხოვონ სახელშეკრულებო პირობით განსაზღვრული  ანაზღაურება;
  • პროფესიულ მასწავლებელს უფლება აქვს  საჩივრით, ან საპროტესტო განცხადებით მიმართოს დირექტორს;
 

პროფესიული  მასწავლებლების  ვალდებულებები

  • სამუშაოზე მიღებისას მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს პროფესიული სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი კვლიფიკაციის დამადსტირებელი  დოკუმენტაცია.  პედაგოგიურ პერსონალს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ან ათავისუფლებს  დირექტორი
  • შეასრულოს ორგანიზაციის შინაგანაწესით  გათვალისწინებული მოთხოვნები;
  • მკაცრად დაიცვას შრომის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, წინამდებარე შინაგანაწესით  და შრმითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდე¬ბულებები;
  • დაიცვას  შრომის  განაწესის   (მუხლი 13)  პირობები
  • დაიცვას სტუდენტთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის გარკვევაში და დარეგულირებაში.
  • იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე.
  • ისცეს პროფესიულ სტუდენტებს ხარისხიანი განათლება.
  • განახორციელოს სასწავლო პროცესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში და მოთხოვნების შესაბამისად;
  • პროფესიული სტუდენტების ან   სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელის მოთხოვნის  შესაბისად ანაზღაურების გარეშე  ჩაატაროს  კონსულტაციები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის შექმნას სწავლისა და შეფასების შესაბამისი პირობები.
  • არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება.
  • დროულად გამოცხადდეს სასწავლებელში და არ დაიგვიანოს მეცადინეობაზე.
  • მეცადინეობაზე საპატიო მიზეზით  გამოუცხადებლობის შემთხვევაში წინასწარ (ერთი დღით ადრე მაინც) აცნობოს დირექციას ამის შესახებ.
  • პროფესიულ  მასწავლებლებს ეკრძალებათ გაათავისუფლონ მეცადინეობიდან სტუდენტების გათავისუფლება დირექტორთან შეთანხმების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მათ; 
  • მასწავლებელმა მკაცრად უნდა დაიცვას სტუდენტებთან და მშობლებთან ურთიერ¬თობის მიმართვის კორექტული ფორმები.
 

პროფესიული პროგრამის  ხელმძღვანელი ვალდებულია:

  • პროფესიული პროგრამის ხელმძრვანელი ვალდებულია სისტემატურად ჰქონდეს კონტაქტი პროფესიულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან, მიეხმაროს მათ კონფერენცია-სემინარების ჩატარე¬ბისათვის საჭირო რესურსების მოძიებაში, დაეხმაროს ღონისძიებების მომზადება, ჩატარებაში. 
  • ესქსკურსიის ან სხვა ღონისძიების მოწყობის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს დირექტორს. სტუდენტისათვის ექსკურსია უნდა იყოს მიზანმიმართული და აუცილებლად დამსახურებული;
  • ყოველდღიურად აკონტროლოს  პროფესიულ პროგრამაში ჩართული პროფესიული სტუდენტების დასწრება,    ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების  ჯეროვანი შესრულება; 
  • დაეხმაროს მასწავლებლებს  და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელს   შეფასების და დასწრების დოკუმენტაციის წარმოებაში. დაეხმაროს ხარისხის მართვის სამსახურს  კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებაში.