პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა

 
  • პროფესიული სტუდენტისათვის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველია მის მიერ შესაბამისი პროფესიული პროგრამით დადგენილი კრედიტების  სრულად ათვისება და კომპეტენციების და შედეგების  დადასტურება;
  •  კრედიტის  მისაღებად  პროფესიული  სტუდენტის  სასწავლო  საქმიანობა  თეორიის კომპონენტის  ფარგლებში  მოიცავს  ლექციაზე  დასწრებას/სამუშაო  ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო  პრაქტიკის  კომპონენტის  ფარგლებში  –  პრაქტიკულ  მეცადინეობასა  და  გამოცდების  ჩაბარებას.
  • კოლეჯში ცალკეული სასწავლო კურსით გათვალისწინებული კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რასაც არეგულირებს  მოქმედი შეფასების სისტემა და ეყრდნობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას  №121/ნ;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში,  სტუდენტის მიერ კრედიტის მიღება (ათვისება)  შესაძლებელია მხოლოდ მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. ამ პროცესს არეგულირებს  მოქმედი ,,სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა“ და ეყრდნობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას  №121/ნ;
  • პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების უფლებამოსილი ორგანოა საკვალიფიკაციო კომისია.
  • საკვალიფიკაციო კომისიის ოქმის საფუძველზე ორგანიზაცია ამზადებს და გასცემს  შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, რომლის ნიმუშიც მზადდება მოქმედი  კანონმდებლობით და ,,შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დიპლომების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესით „ დადგენილი პირობების და პროცედურების დაცვით.
  • სტუდენტის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დიპლომთან ერთად გაიცემა პროფესიული სტუდენტის პირადი ბარათი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
  1. სასწავლებლის სრული სახელწოდება;
  2. სასწავლო პროგრამის სრული სახელწოდება და საფეხური;
  3. პროფესიული სტუდენტის პირადი მონაცემები;
  4. პროფესიული სტუდენტის სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანება;
  5. კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანება;
  6. გაცემული დიპლომის სერია და ნომერი;
  7. პროფესიული პროგრამის და პროფესიის ზოგადი აღწერილობა;
  8. პროფესიული სტუდენტის სრული დატვირთვა კრედიტსაათებში;
  9. სტუდენტის შეფასებები სასწავლო კურსების მიხედვით;
  10. სასწავლო კურსში პრაქტიკისა და თეორიის კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, პირად ბარათში საბოლოო შეფასებად აისახება ამ ორი კომპონენტის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ჯამი, ანუ პრაქტიკის კომპონენტის წილი შეფასებაში იქნება 50%  და თეორიის წილი --- 50%.