კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამა 

 

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის  შესახებ  

კბილის ტექნიკოსის სასწავლო პროგრამა განეკუთვნება ჯანდაცვის სფეროს  და სამსაფეხურიანია (მესამე, მეოთხე და მეხუთე).  პროგრამის სრული ხანგრძლივობაა  2 სასწავლო წლი (88 კვირა).  პროფესიული სტუდენტის სრული დატვირთვა 120 კრედიტია, საიდანაც  60 კრედიტი  მესამე საფეხურის დასაძლევადაა  საჭირო, 30 კრედიტი--- მეოთხე საფეხურისთვის  და 30 კრედიტი ---- მეხუთე საფეხურისთვის.  კრედიტების 60%  თეორიულ მეცადინეობებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო  40%  კი --- პრაქტიკისათვის.   პრაქტიკა სტუდენტებს  ჩაუტარდებათ  კოლეჯის ბაზაზე არსებულ სატექნიკო ლაბორატორიაში და  საწარმო ბაზაზე.  
ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?  
კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიულ პროგრამაზე  შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. პროფესიული განათლების შემდგომი საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების  აღიარება  ორგანიზაციის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მიმღები კომისიის მიერ.  
 

რა კვალიფიკაცია ენიჭება კურსდამთავრებულს? 

კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამის დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და უფლება ეძლევა  ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს ამავე პროგრამის მეოთხე საფეხურზე.  მეოთხე საფეხურის დაძლევის შემდეგ  პირს ენიჭება მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და  უფლება ეძელვა ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს ამავე პროგრამის მეხუთე საფეხურზე. მეხუთე საფეხურის დაძლევის შემდეგ მას მიენიჭება კბილის ტექნიკოსის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გადაეცემა ამ კვალიფიკაციის დამადსტურებელი დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი  

პროფესიულმა სტუდენტმა უნდა შეისწავლოს  პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტები, პრინციპები  და ზოგადი კონცეფციები, პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები და  ეთიკის ნორმები;  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამიყენება პროფესიულ საქმიანობაში და  შემდგომი სწავლის პროცესში;   კომუნიკაცია უცხო ენაზე პრაქტიკულ დონეზე,  ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება; გუნდის წევრებთან და  კოლეგებთან  შეთანხმებული  მუშაობა და  კრიტიკულ სიტუაციებში მოქმედების წესები; საღეჭ-სამეტყველო აპარატის   შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების, დაზიანებების, დეფორმაციების ამოცნობა და კლასიფიცირება; კონსტრუქციების შესაქმნელად  საჭირო მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევა; სხვადასხვა ტიპის პროთეზების და კონსტრუქციების  დასამზადებლად  საჭირო მეთოდების და    ტექნოლოგიების   პრაქტიკაში გამოყენება; ორთოპედიული  კონსტეუქციების შესაქმნელად  გეგმის შედგენა,  საჭირო მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევა;  სხვადასხვა ტიპის პროთეზების და კონსტრუქციების  დასამზადებლად  საჭირო მეთოდების და    ტექნოლოგიების   პრაქტიკაში გამოყენება;
 

პროგრამის დასრულების შემდეგ  კურსდამთავრებულმა იცის

საღეჭ-სამეტყველო აპარატის  ორგანოთა   ანატომიური აგებულება, ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური თვისებები,  თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, დაზიანებები, დეფორმაციები; შეუძლია მოდელებზე მათი ამოცნობა; იცის თითოეული კბილის ანატომია და სტრუქტურული აგებულება; დაუფლებულია კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში გამოყენებულ თანამედროვე  საანაბეჭდო, ასევე პროთეტიკულ მასალებს; იცნობს ძირითად ტექნიკურ და დამხმარე საშუალებებს;;  შეუძლია  ორთოპედიული კონსტრუქციების შესაქმნელად გეგმის შედგენა მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევით;  იცის როგორც მოუხსნელი, ასევე მოსახსნელი ორთოპედიული პროთეზების დამზადება.  იცის ბავშვთა ასაკის ორთოდონტული კონსტრუქციების და ყბა სახის პროთეზების  დამზადების საფუძვლები.  იცის ბიუგელისებრი პროთეზის,     ყბასახის პროთეზების დამზადების ლაბორატორიული ეტაპების  საფუძვლები; შესწავლილი აქვს საღეჭ-სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიები, დეფექტები და დეფორმაციები, აგრეთვე მათი ამოცნობისა და რეაბილიტაციის საკითხები; იცის  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმები.
 

პროგრამის დასრულების შემდეგ  სტუდენტს შეუძლია

კბილის გვირგვინების დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის  შეცვლა სათანადო ორთოპედიული     ტექნოლოგიებით, ნახევარგვირგვინებით, მთლიანი გვირგვინებით.    საანაბეჭდო მასალის შესატყვისი მეთოდით მომზადება, ფანტომიდან ანაბეჭდის აღება, მიღებული ანაბეჭდიდან თაბაშირით მოდელის ჩამოსხმა; მოდელიდან საჭირო კბილების ამოჭრა, სპირტქურისა და სატექნიკო ფითხის დახმარებით კბილების ცვილით მოდელირება მათთვის სასურველი ფორმის მისაცემად;   აღნიშნული პროცესისათვის იყენებს პლასტმასს, ფაიფურს, მეტალებსა და მათ კომბინაციებს,   კბილების ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვის შემთხვევაში შეუძლია მოდელზე სიტუაციის შეფასება, სამუშაო გეგმის შემუშავება სათანადო მასალების შერჩევით და მოუხსნელი ხიდისებური, ნაწილობრივი ფირფიტოვანი ან მთლიანი ფირფიტოვანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება. შეუძლია დაეხმაროს უფროს პროთეზისტს ორტოდონტული კონსტრუქციების და ყბასახის პროთეზების დამზადების პროცესში.    თავის სამეწარმეო საქმიანობას წარმართავს  კანონმდებლობის შესაბამისად; შეუძლია უცხო ენაზე  პროფესიული ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციის გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლია კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობა დოკუმენტაციის წარმოებისათვის;  ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებეს იყენებს პროფესიულ საქმიანობაშიც;  წერს, კითხულობს და მეტყველებს ქართულ ენაზე;  შეუძლია საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის  დაცვით;  შეუძლია დამსაქმებელთან და დამკვეთთან ურთიერთობის წარმართვა საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვით;  შეუძლია ლათინური ტერმინოლოგიის  წაკითხვა და გააზრება.
მეოთხე  და მეხუთე საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია კბილის სატექნიკო ლაბორატორიის  დამოუკიდებლად  ორგანიზება, სამუშაოების დაგემვა, შესრულება, ადამიანური რესურსის მართვა,   სხვისი სამუშაოს გაკონტროლება;  მუშაობის პროცესში წამოჭრილი ამოცანის გადასაჭრელად შეუძლია საინფორმაციო წყაროების გამოყენება და სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება შრომის შედეგის გასაუმჯობესებლად;  შეუძლია  დაშლილი გვირგვინის რესტავრაცია წკირების დახმარებით; კბილების ნაწილობრივი დაკარგვის დროს კბილთა მწკრივების დეფორმაციების ობიექტური შეფასება და მოუხსნელი ხიდისებური პროთეზებით, ან ნაწილობრივი, მოსახსნელი – ფირფიტოვანი პროთეზების გამოყენებით, რეაბილიტაცია;შეუძლია: გამოიყენოს თეორიული ცოდნა, ობიექტურად შეაფასოს სამუშაო მოდელზე რაიმე პათოლოგიით განვითარებული კბილების, კბილთა მწკრივებისა და ყბების ალვეოლური ნაწილის დეფექტი და ტექნოლოგიების შერჩევით დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელი საკითხები;
 

სტუდენტების შეფასება

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემის მიხედვით
 

დასაქმების სფერო

კბილის ტექნიკოსის საქმიანობა განეკუთვნება ჯანმრთელობისა და ესთეტიკის სფეროს. პროფესია ორიენტირებულია პიროვნებაზე, მის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, აგრეთვე ექიმ სტომატოლოგთან კოორდინირებულ ქმედებაზე და მოიცავს: ექიმი სტომატოლოგის შეკვეთის ზუსტად შესრულებას; შესრულებული კონსტრუქციების ხარისხის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში - დახვეწას; ძერწვას, მოდელირებასა და პროთეზირებას.  კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. მას შეუძლია სწავლის გაგრძელება მეოთხე საფეხურზე.
კბილის ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში, იგი შეკვეთას იღებს ექიმი სტომატოლოგისაგან, ათანხმებს ამ შეკვეთას პაციენტთან და  მუშაობს  დამოუკიდებლად სტომატოლოგთან შეთანხმებით.   შეუძლია სწავლი გაგრძელება  კბილის ტექნიკოსის მეხუთე საფეხურის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე.
კბილის ტექნიკოსის მეხუთე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. იგი შეკვეთას იღებს ექიმი სტომატოლოგისაგან, ათანხმებს ამ შეკვეთას პაციენტთან და  მუშაობს  დამოუკიდებლად სტომატოლოგთან შეთანხმებით.   შეუძლია  სატექნიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელობა და  მართვა.