ჩვენი სასწავლებელი 25 წლისაა

 
1991 წლის 14 ივნისს   საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო  დადგენილება  ,,საქართველოს რესპუბლიკაში  ფასიანი სწავლების შესახებ“,  ამ გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა კერძო პირთა და ორგანიზაციათა  ინიციატივას  განათლებაში, რაც  წინგადადგმული ნაბიჯი იყო განათლების ცივილიზებული  სისტემისაკენ.
ამ  დადგენილების საფუძველზე  1992 წელს  საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და საკმაოდ პრობლემურ რეგიონში, ქვემო ქართლში, ექიმთა ასოციაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაფუძნდა პროფესიული სასწავლებელი  (საშუალო ტექნიკური), რომელმაც მიზნად დაისახა  არა  მარტო  მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, არამედ ქართული კულტურის კერის  დაფუძნება და გაძლიერება არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ  ქალაქში - მარნეულში.
პირველივე დღიდან სასწავლებელი განთავსებულია მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს ბაზაზე. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის საქართველოს ექიმთა ასოციაციის  წევრი, მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე, ბატონი ირაკლი გომელაური. 
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 1992 წლის 29 აპრილს სასწავლებელს მიენიჭა საშუალო განათლების სპეციალური ლიცენზია   №01-17-08/457. 
2008 წლამდე კოლეჯი მუშაობდა და ამზადებდა სპეციალისტებს ამ ლიცენზიის საფუძველზე. 2008 წლის 21 ივლისში,  პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შესაბამისად კოლეჯმა მოიპოვა ახალი № 0813099 ლიცენზია, რომლის საფუძველზეც   ახორციელებდა პროფესიულ  სახელობო  პროგრამებს.   პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  საბჭოს  #2   გადაწყვეტილებით  2013 წლის  26 ივლისს  სასწავლებელს 5 წლის ვადით   მიენიჭა  საზოგადოებრივი კოლეჯის  სტატუსი
ჩვენს სტუდენტებს თეორიული მეცადინეობები უტარდებათ კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებში, ლექციებს კითხულობენ თბილისიდან მოწვეული და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები და დარგის წამყვანი სპეციალისტები, პრაქტიკები უტარდებათ საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებებში, სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში,  კომერციულ ბანკში.....  კოლეჯში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური კონფერენციები, საგნობრივი ღონისძიებები, საინტერესო ექსკურსიები, წარჩინებული სტუდენტები ჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.
კოლეჯის  ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერბის სამინისტროსთან, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, არასამათავრობო ორგანიზაციებთან  პროფესიული განათლების სფეროში  მიმდინარე   რეფორმებთან  დაკავშირებით.