დამატება... Move left... Move right...
 
 

სასერტიფიკატო მოკლევადიანი პროგრამა:  ფარმაცევტის თანაშემწე

 

 
 

პროგრამის ზოგადი დახასიათება  

 

პროგრამა მოიცავს  186 საკონტაქტო საათს, საიდანაც    71 საათი  ეთმობა ფარმაცევტული საქმის სპეციალური დისციპლინების თეორიულ სწავლებას,  ხოლო  49 საათი   პრაქტიკას.  6 საათი კი გამოცდებს,  60 საათი დაეთმობა საწარმო პრაქტიკას აფთიაქში.  პროგრამა გათვლილია   16  კვირაზე, კვირეული დატვირთვა - 9 საათი.
პროგრამა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასწავლო აუდიტორიებით,  მოდელირებული აფთიაქით, ბიბლიოთეკით,  სასწავლო პრაქტიკასთვის განკუთვნილი მასალით  და სხვა რესურსებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას. 
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე? 

 

ფარმაცევტის თანაშემწის სასერტიფიკატო მოკლევადიან პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.   
 

რა დოკუმენტი გადაეცემა  კურსდამთავრებულს?

 

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა  პროგრამის სრულად  ათვისების დამადსტურებელი სერტიფიკატი.
 

 პროგრამის მიზანი 

 

  • მსმენელმა შეიძინოს ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სფეროს პროგრესისათვის  ფარმაცევტული საქმიანობის განვითარებაზე  მორგებული კვალიფიციური კადრების შესაბამისი განათლება, რაც ითვალისწინებს: პარაფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების მიღებას, აღრიცხვას, შენახვას, გაცემას, წამლის აღრიცხვას და შენახვას  მათი ფიზიკურ ქიმიური თვისებების გათვალისწინებით, აფთიაქის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური პირობების დაცვას, აგრეთვე ბადების მიღებას, შენახვას, აღრიცხვას და  გაცემას. ინსტრუქციის მიხედვით ამ ჯგუფის პრეპარატების შერჩევას მომხმარებლისთვის.
 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს კურსდამთავრებული?

 

პროგრამის დასრულების შემდეგ  კურსდამთავრებულს შეუძლია:
  • აფთიაქში მოქმედი ძირითადი უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • აფთიაქში  კლიენტების მომსახურება  უფროსი ფარმაცევტის დახმარებით და უშუალო ხელმძღვანელობით;
  • სამკურნალო საშუალებების კლასიფიცირება, შენახვა, დახარისხება;
  • კოსმეტიკური და პარა ფარმაცევტული  საშუალებეის  შესახებ  ელემენტარული კონსულტაციის გაწევა;
  • აფთიაქში გუნდური მუშაობის წესებისა და  სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით მუშაობა.
 
 

სტუდენტების შეფასება 

 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემისმიხედვით
                                                

დასაქმების სფერო

 

ფარმაცევტის თანაშემწის  სასერთიფიკატო პროგრამის დასრულების  შემდეგ პირი შესაძლოა დასაქმდეს აფთიაქებში, ვეტერინარულ აფთიაქებში,  მწვანე აფთიაქებში,  პარაფარმაციის განყოფილებებში, კოსმეტიკური  საშუალებების  კონსულტანტად, ფარმაცევტულ   საწარმოებში.
 
 

პროგრამის ღირებულება

 

მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის ღირებულებაა 530 ლარი;