სასერტიფიკატო ერთწლიანი პროგრამა:  ფარმაცევტის თანაშემწე

 
 

პროგრამის ზოგადი დახასიათება  

პროგრამა მოიცავს  60 კრედიტს, საიდანაც    36  კრედიტი ეთმობა ფარმაცევტული საქმის სპეციალური დისციპლინების თეორიულ სწავლებას,  ხოლო  24 კრედიტი   პრაქტიკას.  ზოგადი მოდული  შედგება   16  კრედიტისაგან, ხოლო  პროფესიული მოდული 44  კრედიტისაგან.  პროგრამა გათვლილია   46  კვირაზე, საიდანაც  44  სასწავლო   კვირაა, ხოლო 2 კვირა  გამოცდებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასწავლო აუდიტორიებით,  ქიმიის ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული ტექნიკით,  სასწავლო პრაქტიკასთვის განკუთვნილი მასალით  და სხვა რესურსებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას. 
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე? 

ფარმაცევტის თანაშემწის სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.   
 

რა დოკუმენტი გადაეცემა  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა  პროგრამის სრულად  ათვისების დამადსტურებელი სერტიფიკატი.
 

 პროგრამის მიზანი 

  • ფარმაციის დარგში კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება;
  • პროგრამაში მონაწილეთათვის  ძირითადი საერთაშორისო სამედიცინო-ფარმაცევტული სტანდაერტების შესაბამისი თეორიული ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება;
  • ფარმაციის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების ათვისება,
  • მოამზადოს ფარმაცევტის თანაშემწე , რომელსაც ექნება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი და მომავალ პრიორიტეტებთან ეფექტური რეაგირების და ადაპტირების უნარი, შეძლებს  პროფესიულ საქმიანობას;
  • განუვითაროს პროგრამაში მონაწილე პირს პროფესიული განვითარების და შემდგომი განათლების ინტერესი.
  •  
 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს კურსდამთავრებული?

პროგრამის დასრულების შემდეგ  კურსდამთავრებულს შეუძლია:
  • აფთიაქში მოქმედი ძირითადი უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • რეცეპტის წაკითვა და გაანალიზება;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება  პროფესიული საქმიანობისას;
  • აფთიაქში  კლიენტების მომსახურება  უფროსი ფარმაცევტის დახმარებით და უშუალო ხელმძღვანელობით;
  • სამკურნალო საშუალებების კლასიფიცირება, შენახვა, დახარისხება;
  • პირველადი ექიმამადელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
  • კოსმეტიკური და ვეტერინარული  საშუალებეის  შესახებ  ელემენტარული კონსულტაციის გაწევა;
  • აფთიაქში გუნდური მუშაობის წესებისა და  სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით მუშაობა.
 
 

სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემისმიხედვით
                                                

დასაქმების სფერო

ფარმაცევტის თანაშემწის  სასერთიფიკატო პროგრამის დასრულების  შემდეგ პირი შესაძლოა დასაქმდეს აფთიაქებში, ვეტერინარულ აფთიაქებში,  მწვანე აფთიაქებში,  კოსმეტიკური  საშუალებების  კონსულტანტად, ფარმაცევტულ   საწარმოებში.
 
 

პროგრამის ღირებულება

ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამის ღირებულებაა 1100 ლარი