პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამა: ფარმაცევტის თანაშემწე

 

პროგრამის ზოგადი დახასიათება

ფარმაცევტის თანაშემწის საგანამანათლებლო პროგრამა ერთსაფეხურიანია (მეხუთე). პროგრამის  ხანგრძლივოაბა  ორი სასწავლო წელია (91 კვირა).  პროფესიული სტუდენტების სრული დატვირთვა  120 კრედიტი, საიდანაც 60% ეთმობა თეორიული სასწავლო  მასალის ათვისებას და 40%   კი--- პრაქტიკულ კომპონენტს.  პრაქტიკა სტუდენტებს უტარდებათ  კოლეჯის ბაზაზე ქიმიის ლაბორატორიაში და   საწარმო ბაზაზე აფთიაქებში.  პროგრამის ხელმძღვანელია  უმაღლესი კვალიფიკაციის ფარმაცევტი, გამოცდილი პროფესიული მასწავლებელი მზია ჩაგელიშვილი.   
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების კურსი.
 

რა კვალიფიკაცია ენიჭება კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია და გადაეცემათ   ამ კვალიფიკაციის დამადსტურებელი  დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული კადრების მომზადება, რომელთა მოვალეობაა: ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის გაცემის პროცესში მონაწილეობა, ნაშთების პერიოდული კონტროლი,  მცირე შეფუთვებად  მზა წამლის  ფორმის დაფასოება და რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადება.  

 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს სტუდენტი?

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს  შეუძლია  აფთაქში, ფარმაცევტულ საწარმოში ან   ლაბორატორიაში   მუშაობა  უსაფრთხოების,    ჰიგიენის და    კანონმდებლობით დადგენილი  წესების დაცვით;  საკუთარი თავის და  სამუშაო ადგილის  მოვლა-მოწესრიგება  სან-ჰოგიენური   მოთხოვნების შესაბამისად;  სხვადასხვა გამხსნელების, ნარევების  მომზადება, გახსნა, აორთქლება, შრობა;  ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების, მალამოების  დამზადება,  რეაქტივების,  ინდიკატორების,  ტიტრიანი  ხსნარების,  ბუფერული  ხსნარების  მომზადება  შესაბამისი  ნორმატიულ-ტექნიკური   დოკუმენტის  მიხედვით და  ექიმის  რეცეპტის  შესაბამისად   უფროსი  ფარმაცევტის   ხელმძღვანელობით;  მცენარეული, ცხოველური და მინერალური ნედლეულის დამზადება, შრობა,  შენახვა.  პირველადი  დამუშავება  (დაწვრილმანება,  გაცრა, შერევა);  აფთიაქის ან   ფარმაცევტული   წარმოების საწყობში შემოსული მზა   სამკურნალო   და  მოვლის საშუალებების,  ნედლეულისა და მასალების მიღება, აღრიცხვა, მარკირება,  შენახვის   პირობების  უზრუნველყოფა და ვარგისობის ვადის კონტროლი;   მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია დამოუკიდებლად, პირველი და მეორე ჯგუფის  ფარმსაშუალებების რეალიზაციისას   უფროსი (ბაკალავრი, მაგისტრი)    ფარმაცევტის    დახმარება;
 

სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემის მიხედვით
 

 დასაქმების სფერო  

ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია -  აფთიაქები, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები,  ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები , სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიები.