პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამა:  ექთნის თანაშემწე  

 

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის  შესახებ

ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა მარნეულის სამედიცინო კოლეჯში  წარმატებით ხორციელდება უკვე  სამი წელია.   პროგრამის ხანგრძლივობაა  2 სასწავლო წელი  (79 კვირა). სტუდენტის სრული დატვირთვა ---- 90 კრედიტი.  კრედიტების 60  %    ეთმობა პროგრამის თეორიულ კომპონენტის შესწავლას, ხოლო 40  %    სასწავლო და  საწარმოო პრაქტიკას.  სტუდენტები პრაქტიკას გადიან კოლეჯის სასწავლო მოდელირებულ პალატაში,  საწარმო პრაქტიკა კი  მარნეულის წამყვან სამედიცინო კლინიკებში უტარდებათ. 
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე?

 ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.
 

რა კვლიფიკაცია მიენიჭება  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება  ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის  პროფესიული კვალიფიკაცია  და გადაეცემა  პროფესიული დიპლომი.
 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური და კონკურტენტუუნარიანი  სამედცინო კადრი, რაც  სრულად შეესაბამება  სასწასწავლებლის  მისიას და  ადექვატურია დამსაქმებელთა მოთხოვნის.   პროგრამის მიზანია  კურსდამთავრებულმა იცოდეს:   საექთნო მოვლის ასისტირების პრინციპები და ამოცანები;  ასისტირების ძირითადი საშუალებები, ფორმები და მეთოდები;  ურთიერთობის ფსიქოლოგია და ეთიკის  ნორმები;   საკუთარი თავისა და მოსავლელი ობიექტის დაცვა ინფექციის კერაში;  პირველადი გადაუდებელი დახმარება.
 

რა იცის და რა უნარებს ფლობს კურსდამთავრებული?

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: მოვლის პროცესში პაციენტის ასაკის, დაავადების მიმდინარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინება;  პაციენტის ხელშეწყობა საკუთარი თავის მომსახურების უნარების განვითარებასა და სწავლაში;  შეუძლია სხვადასხვა ასაკის პაციენტის მოვლა სარეაბილიტაციო პერიოდში და პაციენტის ხელშეწყობა  მარტივი  სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ფიზკულტურის  შესრულებისას;  ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების  ჩატარება;  დეზინფექციის ჩატარება და სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარების დამზადება; სხვადასხვა ასაკის პაციენტის მოვლა (სირთულის მიხედვით);  პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა გარკვეული დამოუკიდებლობით; მოსავლელი პირის კვება, დაბანა, აბაზანის გაკეთება,  ტრანსპორტირება;  მოსავლელი პირისათვის მოსახერხებელი გარემოს შექმნა; გარეგანი მანიპულაციების ჩატარება; ნაწოლების პრევენცია; დაინფიცირებული ჭრილობის, წყლულების, ნაწოლების მოვლა; განავლის და შარდის მიმღები სისტემების გამოცვლა;
ასისტირება სტრილური მანიპულაციების,  შინაგანი პროცედურების, წამლების განაწილების დროს;პრეოპერაციულად პაციენტის მომზადება (კანის ჰიგიენა, ანტისეპტიკური დამუშავება) ექიმის ან ექთნის შენიშვნების და დავალებების  შესრულება, მათი ინფორმირება პაციენტის მდგომარეობის შესახებ;
 

როგორ ხდება სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით
 

სად შეიძლება დასაქმდეს კურსდამთავრებული?   

საექთნო საქმე მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. ექთნის თანაშემწე არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს ექთნის ან/და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი საქმიანობა მოიცავს ზედამხედველობის ქვეშ ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მქონე, ასევე უნარშეზღუდულ და ტერმინალურ პაციენტებზე ზრუნვას; პრევენციულ და სხვა ტიპის ჯანდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობას. მოსავლელი პირის ინდივიდუალური (ასაკობრივი, სოციალური, ფსიქოლოგიური) და დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით ექთნის თანაშემწე შეიძლება დასაქმდეს: სტაციონარში, ჰოსპისში, ბინის პირობებშi ან/და მომვლელად მგზავრობა-მოგზაურობის დროს; ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში (მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლები); ბინაზე მოვლის სამსახურში.