სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

   მიზანი

  • დასაქმებაზე  ორიენტირებული პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა;

  • ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული და ტრანსფერული უნარებით აღჭურვილი  სპეციალისტების მომზადება;

  • ხარისხიანი და ეფექტური  სასწავლო პროცესის წარმართვა;

  • სწავლების  ხარისხის ამაღლებისა და სიახლეების  დანერგვისათვის   მუდმივი ზრუნვა;

  • ადამიანური რესურსის  პროფესიული განვითარებისა  და  კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება და  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრმაბთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • რეგიონის  სპეციფიკის გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სტუდენტების და   პერსონალის  საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება;

  • სხვადასხვა ეთნიკურ-კულტურული  წარმომავლობის და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს შორის  ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულების  გაღვივება და ხელშეწყობა;

  • სტუდენტების და პერსონალის  უსაფრთხოებასა   და   უფლებებზე ზრუნვა;

  • მართვისა და ადმინისტრირების გამჭვირვალე და სამართლის პრინციპებზე აგებული მექანიზმების დანერგვა და ხელშეწყობა

  • სტუდენტებისათვის სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 

 

   ამოცანები

  • დაინტერებულ მხარეებთან (ბიზნესის წარმომადგენლები, დამსაქმებლები,  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციები .....)   თანამშრომლობა  პროფესიული სტანდარტებისა და  სწავლის შედეგების დახვეწის მიზნით;

  • დამსაქმებელთა მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით  კვლევების ჩატარება;

  • საწარმო პრაქტიკისათვის  თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ბაზების მოძიება და  თანამშრომლობა;

  • სწავლების პროცესის მუდმივი მონიტორნიგი, კვლევა და  სუსტი მხარეების გამოვლენა;

  • თეორიულ კურსებში   პრაქტიკული კომპონენეტის ეფექტური ინტეგრირება;

  • სტუდენტების ცოდნის შეფასების  გამჭვირვალე  და  სამართლიანი სისტემის  დანერგვა და  განვითარება;

  • საკანონმდებლო და  ტექნოლოგიური სიახლეების  მოძიება და  მართვასა და  სასწავლო პროცესში დანერგვა;

  • მასწავლებელებისა და პერსონალის პროფესიული დონის ასამაღლებლად შესაბამის სტრუქტურებთან,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  მჭიდრო  ურთიერთობა და თანამშრომლობა;

  • სიახლეების დასანერგად  მასწავლებელისა და პერსონალის  ჩართულობის ხელშეწყობა  სხვადასხვა  ტრენინგებსა და კონფერენციებში;

  • ბიბლიოთეკის  ბეჭდური და ელექტრონული ფონდის მუდმივი გნახლება;

  • სასწავლო და  ადმინისტრაციული   ინვენტარის და  ელექტოტექნიკის  მუდმივი  განახლება;

  • სასწავლო-სადემონსტრაციო  მოწყობილობების და მასალის  მუდმივი განახლება;

  • უსაფრთხო და კომფორტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა;

  • სტუდენტებისათვის საინტერესო და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვა და  განხორციელება;

  • ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაძლიერებულად ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამებში;

  • სტუდენტებისა და მასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვაში;

  • სტუდენტებისა და პერსონალის უფლებების დაცვა, საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის მექანიზმების  ამუშავება და მათზე რეაგირების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწა;

  • სამოქალქო კულტურის (ეკოლოგიური, სამართლებრივი, საგადასახადო და ა.შ) ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების დანერგვა და განვითარება.