სასწავლებელში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესი და წარმოსადგენი დოკუმენტები

 
  • სასწავლო წლის დასწყისში, საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შემდეგ,  აპლიკანტების რეგისტრაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დირექტორი  გამოსცემს ბრძანებას, რომელიც წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქვეყნდება საჯაროდ. ბრძანება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

            -       აპლიკანტების რეგისტრაციის  დაწყების და დასრულების  თარიღს;

-        შიდა შესარჩევი კონკურსის პირობებს და თარიღს;

-       მიმღები კომისიის შემადგენლობას;

-       ყოველ პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობას;

-       სწავლის გადასახადის ოდენობას პროგრამების მიხედვით;

-       მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-       საგანმანათლებლო პროგრამებზე  სწავლის დაწყების თარიღს;

 

  • პროფესიულ  პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის,   პროფესიის  სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული  სტანდარტით გათვალისწინებული  დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე,  უფლება აქვს,  ჩაირიცხოს პროფესიულ პროგრამაზე; პროფესიული  განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება ორგანიზაციის დირექტორის  ბრძანებით დამტკიცებული მიმღები კომისიის მიერ;
  • დაწესებულებაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები:  
  1. პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

  2. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორიგინალთან ერთად. საბუთების მიღების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს); 

  4. საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე (ორიგინალთან  ერთად. საბუთების მიღების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს, ორიგინალის არარსებობის შემთხვევაში-ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

  5. მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი ან არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  6. იმ აპლიკანტებს, რომლებმაც წინა საფეხურის საგანამანთლებლო პროგრამა გაიარეს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში და აგრძელებენ სწავლას შემდეგ საფუხურზე, შეუძლიათ განმეორებით არ წარმოადგინონ წინა საფეხურის პროგრამაზე რეგისტრაციისათვის  წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია, თუ ის არ შეიცვალა (პირადობის მოწმობა, ატესტატი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა).

  7. იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა. (დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი, თუ პირმა სასკოლო განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი).

  8. კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით სხვა დოკუმენტები.

  9. ერთი ფოტოსურათი 3 X 4;

  • უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული სახით.
  • პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე- უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი
  • დირექტორის მიერ განსაზღვრული პროგრამული კვოტის გადაჭარბების შემთხვევაში, პროგრამაზე ჩარიცხვის  უპირატესობა ენიჭება იმ პირებს, რომლებმაც ვადით ადრე გაიარეს რეგისტრაცია; 
  •