მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ბიბლიოთეკა
 
 
 
 
 
სასწავლებელში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა,  სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ბეჭდური და ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით
 

ბიბლიოთეკის ამოცანები და ფუნქციები

ბიბლიოთეკის ამოცანაა კოლეჯის პროფესიული მასწავლებლების,  პროფესიული სტუდენტების უზრუნველყოფაბეჭდური და ელექტრონული სასწავლო ლიტერატურით, ორგანიზაციაში დასაქმებული  პერსონალის უზრუნველყოფა მხატვრული ლიტერატურით. მრავალეთნიკური პერსონალისთვისა და სტუდენტებისათვის ტოლერანტული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; 
ბიბლიოთეკის ამოცანაა პროფესიული სტუდენტების და  მასწავლებელების უზრუნველყოფა  სასწავლო ლიტერატურით  (ბეჭდური თუ  ელექტრონული);
ბიბლიოთეკის ფუნქციაა პროფესიული სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლებისა და, ზოგადად პერსონალის, უზრუნველყოფა თანამედროვე წიგნადი ფონდით, ასევე ელექტრონული სახის მასალით;
ბიბლიოთეკის ამოცანაა  არსებული წიგნადი ფონდის თანამედროვე და უახლესი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურით  შევსებაზე ზრუნვა;  
მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე ზრუნვა;
ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
 

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა

ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელსაც ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი;
ბიბლიოთეკარის თანამდებობრივი ინსტრუქციები დეტალურად არის გაწერილი ორგანიზაციის საშტატო განრიგში;
ბიბლიოთეკარი ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის სრულყოფილად ფუნქციონირებას;
ბიბლიოთეკარი  ადგენს  და  აახლებს   კატალოგებს;
ბიბლიოთეკარი  აწარმოებს  მკითხველთა კარტოთეკას;
გასცემს და  აკონტროლებს  წიდნადი ფონდის დაცულობას;
წერილობითი ფორმით მიმართავს დირექციას  მოთხოვნადი წიგნების შეძენის   თაობაზე;
ბიბლიოთეკარი პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლასა და დაცვაზე.
 

ბიბლიოთეკის მუშაობის გრაფიკი

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე 10.00სთ-დან 17.00 სთ-მდე;
დასვენების დღე  არის კვირა;
დასვენების დღეებია ასევე კონსტიტუციით  განსაზღვრული დასვენების და სადრესასწაულო დღეები;
 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანების წესი პროფესიული სტუდენტებისათვის, პროფესიული   მასწავლებლებისათვის და   პერსონალისათვის
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება ერთჯერადად. გაწევრიანება დასტურდება სპეციალური წიგნაკით - „მკითხველის ბარათი“. პიროვნება, რომელსაც სურს გაწევრიანება, ავსებს „მკითხველის ბარათს“. ბარათი რჩება ბიბლიოთეკაში, სპეციალურ საცავში და მასში შემდგომში აისახება ბარათის მფლობელის მიერ გატანილი წიგნის სახელწოდება, ავტორი და გატანისა და შემოტანის თარიღები. თუ სტუდენტი ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, ის რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის. 
ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებულნი ბიბლიოთეკაში.
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა  კოლეჯის  სტუდენტებისა და  თანამშრომლებისათვის;
ბიბლიოთეკაში გაწევრიანების გადასახადია --- სხვა პირებისათვის  ათი ლარი წლიური ბარათი;
 

ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანისა და დაბრუნების წესები და ვადები

წიგნები, ჟურნალები ან სხვა სამეცნიერო მასალა,  რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთ შემთხვევაში წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამკითხველო ოთახში. 
ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია ისეთი წიგნების გატანა, რომლებიც ბიბლიოთეკაში რამოდენიმე ეგზემპლარის სახით არებობს. 
ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა შესაძლებელია ორი კვირის ვადით. ვადის დასრულების შემდეგ წიგნის დაბრუნება სავალდებულოა. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ვადის გახანგრძლივება ასევე  ორი კვირით.   ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ზედიზედ ორჯერ;
ბიბლიოთეკა აღჭურვილია ასლგადამღები  საშუალებით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაამრავლოს სასურველი მასალა.  ეს მომსახურება ფასიანია ყველასათვის.
 

გატანილი წიგნის დაკარგვა

ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების ან დაკარგვის  შემთხვევაში წევრი ვალდებულია გამოასწოროს დაზიანება ან წარმოადგინოს დაკარგული წეგნის იდენტური წიგნი ან გადაიხადოს  წიგნის  საბალნსო ღირებულება.   
 

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

 
ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:
  • ხმამაღალი საუბარი;
  • სიგარეტის მოწევა;
  • რაიმე სახის საკვების მიღება;
  • მობილური ტელეფონების გამოყენება; 
  • კომპიუტერისა და ინტერნეტის  პირადი მიზნებისათვის მოხმარება;
  • წიგნებიდან ფურცლების ამოგლეჯა ან წიგნში პასტით რაიმეს ჩანიშვნა;
  • წიგნის გამოყენების შემდეგ მისი თვითნებურად და უყურადღებოდ დატოვება;
  • წიგნებისა და სხვა მასალის თვითნებურად გადალაგება თაროებსა და მაგიდებზე;
  • ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ან რაიმე ნივთის მოპარვა;
  • ბიბლიოთეკაში  არსებული ავეჯისა და ინვენტარის დამტვრევა და დაზიანება.
 
ბიბლიოთეკაში მკითხველს უფლება აქვს:
  • რაიმე გაუგებრობის ან შეკითხვის შემთხვევაში ხმადაბლა მიმართოს ბიბლიოთკარს ან იქ მყოფ სხვა პირს, ჩაინიშნოს ფურცელზე მისთვის საჭირო მასალა;
  • შეიტანოს უალკოჰოლო სასმელი პლასტიკური ბოთლით;
  • ისარგებლოს საჭიროებისამებრ არსებული ინვენტარით.  
 

ჩამოსაწერი საბიბლიოთეკო დოკუმენტების გამოვლენისა  და შერჩევის კრიტერიუმები

საბიბლიოთეკო დოკუმენტების ჩამოწერის საფუძვლებია:
შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა სახის მასალები; 
ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები;
პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემები;
ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები;
 
მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები;
წიგნების და გამოცემების ჩამოწერის პროცედურა:
სხვადასხვა მიზეზით (საფუძველი)  ჩამოსაწერი  წიგნების და გამოცემების ჩამოსაწერად იკრიბება   კომისია მუდმივი შემადგენლობით:
  1. ბიბლიოთეკარი;
  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  3. დირექტორის მოადგილე-მენეჯერი;
წარმოებს  ჩამოსაწერი წიგნების და გამოცემების სათითაოდ დათვალიერება, აღრიცხვა და  დოკუმენტურად დაფიქსირება  აქტის სახით, რომელშიც მიეთითება წიგნის (გამოცემის)  სახელწოდება, ავტორი, გამოცემის თარიღ, საინვენტარო ნომერი, ასევე  ჩამოწერის საფუძველი.  აქტს ხელს აწერს  კომისიის სამივე წევრი.  ჩამოწერილი  წიგნების  აქტები ინომრება, თარიღდება და ინახება  ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში.  ჩამოწერილი წიგნები და გამოცემები ნადგურდება ან  ბარდება მაკულატურაში უსასყიდლოდ.