დამატება... Move left... Move right...
 

სასერტიფიკატო მოკლევადიანი პროგრამა:  ბაგა-ბაღის აღმზრდელი

 

პროგრამის ზოგადი დახასიათება  

პროგრამა მოიცავს  188  საკონტაქტო საათს, საიდანაც    120 საათი  ეთმობა თეორიულ სწავლებას და   პრაქტიკას.  8 საათი კი გამოცდებს,  60  საათი დაეთმობა საწარმო პრაქტიკას ბაგა-ბაღში.  პროგრამა გათვლილია   13  კვირაზე, კვირეული დატვირთვა - 11 საათი.
პროგრამა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასწავლო აუდიტორიებით,  მოდელირებული ბაგა-ბაღით, ბიბლიოთეკით,  სასწავლო პრაქტიკასთვის განკუთვნილი მასალით  და სხვა რესურსებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას. 
 

ვინ შეიძლება ჩაირიცხოს ამ პროგრამაზე? 

ბაგა-ბაღის აღმზრდელის სასერტიფიკატო მოკლევადიან პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს    სკოლის საბაზო ან სრული განათლების საფეხური. ჩარიცხვა ხორციელდება  მარნეულის სამედიცინო კოლეჯში მოქმედი  წესის შესაბამისად.   
 

რა დოკუმენტი გადაეცემა  კურსდამთავრებულს?

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა  პროგრამის სრულად  ათვისების დამადსტურებელი სერტიფიკატი.
 

 პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ჯგუფის პედაგოგთან,  ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დასაკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

რას ისწავლის და რა უნარებს შეიძენს კურსდამთავრებული?

პროგრამის დასრულების შემდეგ  კურსდამთავრებულს შეუძლია:
  • ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარებაში მონაწილეობა, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით
  • სააღმზრდელო პროცესში მონაწილეობა
  • სააღმზრდელო აქტივობების ორგანიზება
  • წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს  შექმნა 
 

სტუდენტების შეფასება 

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და  კოლეჯში მოქმედი შეფასეების სისტემისმიხედვით
                                                

დასაქმების სფერო

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების  ცენტრებში და ა.შ.

 
 

პროგრამის ღირებულება

მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის ღირებულებაა 500 ლარი;