ადრე მიღებული განათლების აღიარების წესი

 
 
  • არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურების ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.   არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული   განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული  ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.  არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებას ახდენს საკვალიფიკაციო  კომისია;
  • არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველმა დაწესებულებას  უნდა წარმოუდგინოს:
  1. პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება,რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას არაფორმალური გზით  მიღებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესახებ;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროფესიით პრაქტიკული მუშაობის ვადის, განხორციელებული საქმიანობის ან/და არსებული კომპეტენციების შესახებ (ცნობა, სერტიფიკატი და ა.შ.).
  4. ამ დოკუმენტების გარდა, კომისიას უფლება აქვს, არაფორმალური პროფესიული  განათლების აღიარების მსურველს მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია  შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და  ღირებულებების შესამოწმებლად.  
  • საკვალიფიკაციო კომისიის ორგანიზებით ტარდება გამოცდა, რომლის შედეგიც აისახება საკვალიფიკაციო კომისიის შესაბამის ოქმში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც პირს ენიჭება კვალიფიკაცია ამ პროგრამის  შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებით, რაც   7 დღის ვადაში დაფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში.
  • საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღისს ადგილის, დღისა და საათის, ასევე გამოცდით შესამოწმებელი კომპეტენციების შესახებ აღიარების მსურველს უნდა ეცნობოს გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღისა;
  • კვალიფიკაციის მინიჭებაზე უარის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მოითხოვოს წერილობოთი დასაბუთებული განმარტება, ან გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება.