წინამდებარე დებულება შემუშავებულია  შპს  მარნეულის სამედიცინო კოლეჯის  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოადგენს მარეგულირებელ დოკუმენტს.

თავი  1.                ზოგადი  დებულებანი

1.1          შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის (შემდგომში-კოლეჯი) უსაფრთხოების  უზრუნველყოფის  დებულება განსაზღვრავს და არეგულირებს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესებს და პროცედურებს.

თავი  2.                უსაფრთხოების უზრუნველყოფის უზრუნველყოფა

 

2.1    კოლეჯის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე;

2.2    კოლეჯის სტუდენტთა და პერსონალის სახანძრო უსაფრთხოების მიზნებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობის განთავსების, განახლების და დაცვის კონტროლს უზრუნველყოფს კოლეჯის დირექტორი;

2.3    ამ დებულებით განსაზღვრული  წესების კოლეჯის სტუდენტებისათვისა და პერსონალისათვის გაცნობას და შემდგომში, ამ წესების  დაცვის კონტროლს  უზრუნველყოფს კოლეჯის დირექტორი;

2.4    კოლეჯის პერსონალისა და სტუდენტებისათვის წელიწადში ერთხელ ტარდება საინფორმაციო შეხვედრა უსაფრთხოების წესებისა და საევაკუაციო პირობების გაცნობის მიზნით;

2.5     ხანძრის ან საგანგებო მდგომარეობის დროს სტუდენტთა და პერსონალის ევაკუაციას უზრუნველყოფს კოლეჯის დირექტორი ამ დებულების მე-6 თავის შესაბამისად;

2.6    დირექტორის არყოფნის შემთხვევაში უსაფრთხოების პასუხუსმგებელი პირი ავტომატურად ხდება მისი მოადგილე;

 

თავი  3.               სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები

 

3.1    სამედიცინო უსაფრთხოების მიზნით გაფორმებულია ხელშეკრულება კოლეჯსა და შპს მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს შორის, რომლითაც დგინდება, რომ საჭიროების შემთხვევაში შპს მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფო იღებს ვალდებულებას გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება კოლეჯის სტუდენტებსა და პერსონალს და ამ მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას იღებს კოლეჯი;

3.2    კოლეჯის ტერიტორიაზე იმ სტუდენტებისა და პერსონალისათვის , რომელიც საჭიროებს პირველად სამედიცინო დახმარებას, შპს მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს ტერიტორიამდე გადაყვანისა და იქ სამედიცინო სერვისის მიღების კონტროლს უზრუველყოფს კოლეჯის მენეჯერი,მისი არყოფნის შემთხვევაში კი  კოლეჯის დირექტორი;

3.3    კოლეჯს გააჩნია პირველადი დახმარების ელემენტარული მედიკამენტები და ის იღებს ვალდებულებას მედიკამენტების ვარგისიანობაზე, ამისათვის, პერიოდულად მოხდება არსებული მედიკამენტების ვადის გადამოწმება და შესაძენი მედიკამენტების იდენტიფიცირება-შეძენა;

 

თავი  4.               სსსმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა

 

4.1    კოლეჯის ტერიტორიაზე სსსმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს არსებობას და  მასზე კონტროლს უზრუნველყოფს კოლეჯის იურისტი;

4.2    კოლეჯის ტერიტორიაზე სსსმ დახმარებას, გადაადგილებას, მათ უსაფრთხოებასა და დაცულობას  უზრუნველყოფს კოლეჯის იურსტი. მისი არყოფნის შემთხვევაში კი ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი დირექტორის/მენეჯერის  სიტყვიერი დავალების შემდეგ.

 

თავი  5.                ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების  უზრუნველყოფა

 

6.1    კოლეჯში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, რომლის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება;

6.2    ყველა ოთახში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია საევაკუაციო გასავლელის გეგმა;

6.3    კოლეჯი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით;

6.4    აკრძალულია კოლეჯის შენობაში ადვილადაალებადი, ფეთქებადი და მხუთავი აირების შემცველი ნივთიერებების შეტანა;

6.5    ევაკუაციის შემთხვევაში ადგილზე მყოფი კოლეჯის თანამშრომლები იკავებენ მდგომარეობას უახლოეს გასასვლელებთან და მეთვალყურეობენ ევაკუაციის მიმდინარეობას.

6.6     საგანგებო ვითარების დროს, საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომელი უკავშირდება შესაბამის უწყებებს (სასწარაფო,სახანძრო, პატრულიდაა.შ).

 

თავი  6.                ევაკუაციის პროცედურები

 

6.1    ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ნებისმიერი პირი ვალდებულია  აცნობოს კოლეჯის დირექტორს, ან ადმინისტრაციის თანამშრომელს;

6.2    ხანძრის შესახებ ელექტრო ან ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში ყველასათვის  სავალდებულოა შენობის დაუყოვნებლივი დატოვება;

6.3     ყველა პირი ვალდებულია აუცილებლად გაეცნოს ევაკუაციის მარშრუტს;

6.4    ევაკუაციის პროცესი იწყება იმ პირებით, რომელთაც არ სჭირდებათ სხვების დახმარება გარეთ გასასვლელად; ეს გამორიცხავ სსსსმ პირთა დაშავებას ევაკუაციის დროს;

6.5    ოთახების და აუდიტორიების დატოვებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა დაიხუროს ფანჯრები და კარებები, რაც ხელს შეუშლის ცეცხლის გავრცელებას;

6.6    პირადი ნივთების წაღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ დრო იძლევა ამის საშუალებას;

6.7    ევაკუაციის დროს უნდა შენარჩუნდეს სიმშვიდე და სიწყნარე, რათ აყველამ გაიგონოს დირექტორის მითითებები, რომელიც ხელმძღვანელობ სევაკუაციის პროცესს;

6.8    თუ გასასვლელები ჩახერგილია, ჩარჩენილი პირი უნდა განთავსდეს შედარებით უსაფრთხო ადგილას, ეცადოს დარეკოს სხვებთან და აცნობოს მათ საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო შემდეგ დაელოდოს მაშველებს;

6.9    აკრძალულია დაბრუნება შენობაში სანამ პასუხისმგებელი არ გასცემს შესაბამის მითითებას;

 

თავი  7.                დასკვნითი დებულებანი

 

7.1     ამ დებულებას ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი;

7.2      ამ დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით;